ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდიის ფარგლებში 2022-23 აკადემიური წლისათვის საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილია 22 სრული სტიპენდია, აქედან 12 განკუთვნილია სასწავლო პროგრამებისთვის ჩეხურ ენაზე, ხოლო 10 სტიპენდია – ინგლისურენოვანი პროგრამებისათვის.
სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი აკადემიური მიმართულებებით:
- ინჟინერია/მშენებლობა
- ეკონომიკა/ფინანსები
- სოფლის მეურნეობა
- მათემატიკა/სტატისტიკა
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
- გარემოს დაცვა
- ენერგეტიკა
დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: https://bit.ly/3s2U4ck
2021 წელი
[wpai_display_imported_files_here]


