ესტონეთის მეწარმეობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს მოქალაქეთათვის სამაგისტრო საფეხურზე სწავლისთვის სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამისათვის.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2SJxt7b
[wpai_display_imported_files_here]


