ISFiT, საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ ტრონჰეიმში იმართება, ასობით სტუდენტს აერთიანებს; ფესტივალის მიზანია სტუდენტებისათვის ისეთი ღია პლატფორმის შექმნა, რომელიც მათ ახალი პერსპექტივების შეძენასა და საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.
ISFiT21 მიმდინარე წლის 11-დან 22 თებერვლამდე გაიმართება. მისი მთავარი თემაა „ცოდნის შექმნა“. ფესტივალზე განხილული იქნება ცოდნის შექმნის პროცესისათვის სტუდენტების შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების როლი. ფესტივალის კულტურულ პროგრამაში დაგეგმილია ღონისძიებები, რომლებიც მონაწილეთათვის შესაძლებელს ხდის ამ თემაზე დისკუსიაში ჩართვას.
კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო 2021 წელს ფესტივალი ონლაინრეჟიმში გაიმართება; ციფრული ფესტივალი მოიცავს დებატებს, ვორკშოპებს, კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებს. ფესტივალის კულტურული ღონისძიების სანახავად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: http://isfit.org/page/cultural-program
ფესტივალში მონაწილეობა უფასოა.
მოცემულ Facebookგვერდზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ფესტივალის მიმდინარეობას: https://www.facebook.com/ISFiTNorway
[wpai_display_imported_files_here]


