სასტიპენდიო პროგრამა ჰიდროენერგეტიკის დარგში მეცნიერების მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ოთხ სამაგისტრო სტიპენდიას.

სტიპენდია მოიცავს ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU), ტრონჰეიმში, ორწლიანი სწავლის დაფინანსებას 2021-22 სასწავლო წლებისათვის. სტიპენდიის ფარგლებში აგრეთვე ანაზღაურდება საცხოვრებელი, სამგზავრო და სხვა ხარჯები.

დამატებითი ინფორმაციისა და თქვენი კვალიფიკაციის წინასწარ გადამოწმებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოც. პროფესორს, მურმან მარგველაშვილს: murman.margvelashvili@iliauni.edu.ge

აპლიკაცია ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) წარდგენილი უნდა იქნეს 2020 წლის პირველ დეკემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ თანდართულ საინფორმაციო ბროშურაში.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი