ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა პოლონეთის აკადემიური გაცვლის სააგენტოს, NAWA-ს მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომელიც ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს სრულად დაფინანსებულ 2-სემესტრიან სწავლებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში.
პროგრამა უზრუნველყოფს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობებს:
ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა;
პროფესიული სტაჟირება, კონფერენციებში მონაწილეობა, ტრენინგკურსები;
სასწავლო ლიტერატურითა და სხვა საჭირო აღჭურვილობებით უზრუნველყოფა;
მცირე მასშტაბის სოციალური პროექტების განხორციელება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
აკადემიური წრის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, პოლიტიკოსებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი და მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:
ეკონომიკა და მენეჯმენტი;
საჯარო მმართველობა;
ბიზნესის ადმინისტრირება;
სამართალი;
სოციალური მეცნიერებები;
პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის პირველი მარტი.
დამატებითი იფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://www.kirkland.edu.pl/
[wpai_display_imported_files_here]


