ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი პოლონეთის აკადემიური გაცვლის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალისათვის საერთაშორისო გაცვლით პროგრამა PROM-ში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა PROM დოქტორანტებსა და აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში განახორციელონ მოკლევადიანი ვიზიტები სტაჟირების, კონფერენციებისა თუ საზაფხულო სკოლების ფარგლებში; სასტიპენდიო პროგრამა ფარავს მგზავრობის, საცხოვრებელ და კონფერენციის ხარჯებს.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.sggw.pl/en/international-cooperation_/educational-programs/tempus_
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 9 დეკემბერი, 2019.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს: prom@sggw.pl
[wpai_display_imported_files_here]


