რენე კასინის ფონდის საერთაშორისო სატრენინგო სესია

რენე კასინის ფონდი – საერთაშორისო ინსტიტუტი ადამიანის უფლებებისათვის – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თბილისის ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2018 წლის 11-15 ივნისს გამართავს მე-2 სატრენინგო სესიას საერთაშორისო კრიმინალური სამართლის მიმართულებით.

სატრენინგო სესიები განკუთვნილია მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისა და იურისტებისათვის, პროფესორებისა და მკვლევართათვის, ადამიანის უფლებების აქტივისტებისა და ამ მიმართულებით არასამთავრობო/სამთავრობო სექტორში მოღვაწე ადამიანებისათვის, ასევე ამ მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 27 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.iidh.org/UK/index.php?p=page&idP=9&pays=9

სამუშაო ენა: ინგლისური

ტრენინგში მონაწილეობის საფასური: 100 EUR. (სტუდენტებისათვის – 50 EUR)

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი