გამგზავრებისწინა საორიენტაციო შეხვედრა

7 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ილიაუნიში გაიმართა გამგზავრებისწინა საორიენტაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის 2016-2017 სასწავლო წლის გაცვლით პროექტებში გამარჯვებულთათვის. შეხვედრის მიზანი იყო გამარჯვებული სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის გამოცდილებისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარება.

შეხვედრას ესწრებოდნენ Erasmus+ გაცვლითი პროგრამის საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები, ილიაუნის საერთაშორისო კლუბის წევრები და Erasmus+ გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებმაც გამარჯვებულ სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესახებ.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი