უნგრეთის სახელმწიფო სტიპენდიები მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სრულ პროგრამებზე

ქართველ სტუდენტებს და ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო კონკურსში სრული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის საჯარო სამსახურის ეროვნულ უნივერსიტეტში (NUPS), ბუდაპეშტი.

NUPS-უნივერსიტეტი აპლიკანტებს სთავაზობს სრულ სამაგისტრო პროგრამას საერთაშორისო საჯარო სამსახურის ურთიერთობების (International Public Service Relations) მიმართულებით და სადოქტორო პროგრამას სამი მიმართულებით:

  • საჯარო ადმინისტრირების მეცნიერება (PhD in Public Administration Sciences);
  • სამხედრო მეცნიერებები (PhDinMilitary Sciences);
  • სამხედრო-საინჟინრო მეცნიერებები (PhD in Military Engineering Sciences).

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://issuu.com/uni_nke/docs/ipsrma_brochure_online

http://en.uni-nke.hu/education/doctoral-programs.

უნგრეთის სახელმწიფო სტიპენდიებისთვის აპლიკაციების შევსების ბოლო ვადაა 2017 წლის 5 მარტი.

სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.stipendiumhungaricum.hu/

 

 

 

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი