უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო აცხადებს ყოველწლიურ სასტიპენდიო პროგრამას 2016-2017 სასწავლო წლისთვის. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
საქართველოსთვის გამოყოფილია სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის. უნგრეთის მხარე ასევე სთავაზობს ქართულ მხარეს სტიპენდიას 5 სრული სადოქტორო პროგრამისთვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.
ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში სწავლების პერიოდი მოიცავს ერთ აკადემიურ წელს და სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
ქართველ სტუდენტებს სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოსთვის გამოყოფილი სფეროების მიხედვით:
- სოფლის მეურნეობა;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მდგრადი განვითარება;
- საექთნო საქმე;
- ინჟინერია და ტექნოლოგია;
- წყლის რესურსების მართვა;
- ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება;
სტუდენტებს მოეთხოვებათ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამისთვის უცხო ენის გარკვეულ დონეზე ფლობა (იხ. თანდართული ფაილი study_programmes_eligible_final1512071712).
უნგრულ ენაზე სწავლის შემთხვევაში, სტუდენტები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ კურსს.
პროგრამაში მონაწილეობისათვის სტუდენტმა უნდა შეავსოს ონლაინ-აპლიკაცია და წარადგინოს საჭირო საბუთები.
საჭირო საბუთების წარდგენა ასევე ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემდეგ ელმისამართებზე: abaramia@mes.gov.ge; rjobava@mes.gov.ge
აპლიკაციის შევსებისა და საჭირო საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 16 მარტი.
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილები.
[wpai_display_imported_files_here]

