ევროპის კოლეჯმა 2016-2017 აკადემიური წლისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის ქართველი სტუდენტებისათვის, გამოყო სტიპენდიები მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.
ევროპის კოლეჯი ახორციელებს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებს:
- ევროპული ინტერდისციპლინარული კვლევები (European Interdisciplinary Studies);
- ევროკავშირის საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია (EU International Relations and Diplomacy Studies);
- ევროპული პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებები (European Political and Administrative Studies);
- ევროპული ეკონომიკური მეცნიერებები (European Economic Studies);
- ევროპული იურიდიული მეცნიერებები (European Legal Studies);
- ევროპული სამართალი და ეკონომიკური ანალიზი (European Law and Economic Analysis (ELEA) specialisation).
კანდიდატების შერჩევის პროცედურა:
- კანდიდატები უნდა ეწვიონ უნივერსიტეტის ვებგვერდს www.coleurope.eu და მოიძიონ საჭირო ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების, მიღების წესებისა და ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებით;
- კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ და შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა apply online
- კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და ატვირთონ საჭირო დოკუმენტები cf. application instructions
ელექტრონული სააპლიკაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან 2016 წლის 20 იანვრამდე. წინასწარ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას პროფესორებთან, მათ მიერ არჩეული დეპარტამენტის შესაბამისად.
გრანტი ფარავს სწავლის, განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს.
სტიპენდიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე
[wpai_display_imported_files_here]

