ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის სამსახურის ფინანსური ანალიზის სპეციალისტის ვაკანსიას.
ფუნქცია–მოვალეობები:
- ბიუჯეტის შედგენის, მართვისა და კონტროლის პროცესებში მონაწილეობა;
- საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების ფინანსური მართვის პროცესში მონაწილეობა;
- შემოსავლების აღრიცხვისა და ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
- ელექტრონული რეესტრების წარმოება;
- მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
- ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
- წლიური ანგარიშების მომზადება;
- პროგრამული უზრუნველყოფის/სოფტის დანერგვაში მონაწილეობა;
- უნივერსიტეტის ელექტრონულ სისტემებში (ERP, eDOC და ა. შ.) მუშაობა;
- კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წერილის პროექტის მომზადება;
- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
- კომუნიკაცია როგორც ვერბალური, ასევე ოფიციალური დოკუმენტბრუნვისა და მეილზე მიმოწერის გზით უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან;
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან სხვა მონათესავე სფეროში;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) სავალდებულოა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
- მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის მეთოდების ცოდნა;
- ბიუჯეტის პროექტების შემუშავების პრინციპების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- სამართლებრივ დოკუმენტებსა და ოფიციალურ კორესპონდენციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
ქცევითი კომპეტენციები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომპლექსურ დავალებებთან გამკლავების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
- სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 25 ივნისის ჩათვლით (ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი).
კონკურსი წარიმართება 3 ეტაპად:
- წარმოდგენილი CV-ების გადარჩევა;
- ტესტირება (ექსელში და ინგლისურში);
- გასაუბრება.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2023
[wpai_display_imported_files_here]


