ილიაუნის პროფესორის წარმატება

აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის ცენტრის (ICTP) მიერ სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზების მიზნით გამართულ ყოველწლიურ კონკურსში გაიმარჯვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ანდრია როგავას მიერ წარდგენილმა პროექტმა.

 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით – School and Conference on Analytical and Computational Astrophysics გაიმართება 2011 წლის 14-25 ნოემბერს ქ. ტრიესტეში, იტალია. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცენტრი გამოყოფს 50 000 ევროს.

 ბატონი ანდრია როგავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ასტროფიზიკის მიმართულებით, ის არის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ასტროფიზიკის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი და 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. 2002 წელს მას მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი