საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს სტაჟირების პროგრამას ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.
ანაზღაურება: 400 ლარი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
მინიმალური განათლება: სტუდენტი
პროფესია: იურისტი
განცხადების ბოლო ვადა: 26 აპრილი, 2019 წელი
ფუნქციები
საერთაშორისო ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და მათი შედარება შესაბამის საკანონმდებლო აქტებთან;
საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან, შეწყვეტასთან ან შეჩერებასთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადებაში მონაწილეობა შიდასახელმწიფოებრივ სამართალთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო სამართლებრივი რისკების არსებობის განსაზღვრა;
დეპარტამენტის საჭიროებიდან გამომდინარე კონკრეტული სამართლებრივი საკითხების კვლევაში მონაწილეობა.
პროგრამის დასახელება:
Microsoft Office Word
Microsoft Office PowerPoint
Microsoft Office Outlook
ენა:
ინგლისური – B2
დამატებითი მოთხოვნები
უმაღლესი იურიდიული განათლება ან ამავე მიმართულებით დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება;
ორგანიზებულობა;
წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
შედეგზე ორიენტაცია;
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
გუნდური მუშაობა;
მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება.
დაინტერესების შემთხვევაში იხილეთ ვაკანსიის დეტალური აღწერა და გააკეთეთ განაცხადი ბმულზე: https://bit.ly/2XCqYji
[wpai_display_imported_files_here]


