სს „საქართველოს ბანკის“ საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტი აცხადებს გაყიდვების ასისტენტის ვაკანსიას 4საათიანი – ნახევარი სამუშაო გრაფიკით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეხვედრა-გასაუბრება სერვისცენტრში შესულ მომხმარებელთან;
- დახმარება მომხმარებლისთვის, რათა მან გამოიყენოს ბანკის დისტანციური სერვისები და დაზოგოს დრო;
- გააცნოს მომხმარებელს კომპანიის ახალი სერვისები , მოუყვეს მეტი არსებული პროდუქტების შესახებ, წარმატებულად შესთავაზოს და გაყიდოს საბანკო მომსახურება;
- წვლილი შეიტანოს თვითმომსახურების დანერგვა-განვითარებისა და გაციფრულების (Digital) პროცესებში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
საქართველოს ბანკის სტანდარტული სერვისცენტრი.
კომპანია გთავაზობთ:
- ანაზღაურებას გამომუშავებით გაყიდული პროდუქტების/ოპერაციების გეგმის შესაბამისად;
- 4-საათიან სამუშაო განაკვეთს: მონაცვლეობით, 09:30-19:00 პერიოდში;
- 2- თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნული უნარებისა და საბანკო პროდუქტების ცოდნის განვითარებაში;
- 6-თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას ბანკში არსებულ სხვადასხვა პოზიციაზე;
- პერსონალური უნარების განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
იმისთვის, რომ შეგექმნათ უკეთესი წარმოდგენა და მიიღოთ მეტი ინფორმაცია სამუშაო პროცესის შესახებ, ეწვიეთ სტანდარტული ტიპის სერვისცენტრს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია ბმულზე, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოგზავნეთ განაცხადი“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 19 აპრილი, 2019.
[wpai_display_imported_files_here]
