სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1250 ლარი (დარიცხული)
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია, ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- სწავლების უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული ძირითადი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა;
- უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობა;
- შემჭიდროვებულ ვადებში დავალებების შესრულების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- თვითრეფლექსიისა და ანალიზის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის (მოსმენისა და ინფორმაციის გადაცემის) უნარი.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
ა) რეზიუმე (CV);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
დ) ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, დაადასტურებენ კანდიდატის შესაბამის კომპეტენციას და სწავლების გამოცდილებას.
სამუშაო პირობები:
სტატუსი: ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
სამუშაოს აღწერილობა:
1
- ახალი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებისა და არსებული საგანმანათლებლო პროგრამის მოდიფიცირების პროცესში მონაწილეობა;
- ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელების პროცესში ჩართულობა და საგანმანათლებლო პროგრამის გარე და შიდა შეფასებების პროცედურების უზრუნველყოფა;
- ავტორიზაცია-აკრედიტაციის მოთხოვნების, მათში განხორციელებული ცვლილებების შესწავლა და მათი გათვალისწინება საქმიანობისას;
- წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებ ული გამოცდილების შესწავლა და გათალისწინება საქმიანობისას;
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებში მონაწილეობა. მათ შორის: სტუდენტთა კონსულტირება, გარე და შიდა მობილობის დასკვნების მომზადება, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დასკვნების მომზადება, სასწავლო პროგრამებზე სტუდენტთა მიღების პროცესებში მონაწილეობა და სხვ.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
საკონკურსო განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, ზემოთ მოთხოვნილი დოკუმენტები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
2. გასაუბრება – კონკურსანტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ ეტაპს, გაივლიან გასაუბრებას შესაბამის კომისიასთან;
კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ინფორმაცია ეცნობებათ ინდივიდუალურად ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სადაც მითითებული იქნება გასაუბრების ადგილი და თარიღი.
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გასაუბრების სავარაუდო თარიღია 8-9 ნოემბერი.
[wpai_display_imported_files_here]

