კონკურსი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

2017 წლის 12 დეკემბრიდან ცხადდება კონკურსი ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შემდეგი პირობებით:

ა) აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება;

ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;

გ) სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების ცოდნა;

 დ) აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესის ცოდნა;

ე) ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;

ვ) საოფისე პროგრამების ცოდნა.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია;

დ) 2 ცალი ფოტოსურათი;

ე) სამოქმედო გეგმა და კონცეფცია.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 12-დან 25 დეკემბრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5, ყოველ სამუშაო დღეს, 10:00-დან 18:00 საათამდე. განცხადების მიღების დასრულებიდან 10 სამუშაო დღეში   აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც 5   სამუშაო დღეში დაამტკიცებს შერჩეულ კანდიდატს.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი