ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
მოთხოვნები
- გრაფიკული პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა (Adobe Illustrator; Adobe Photoshop, Adobe Indesign);
- 3D გრაფიკული პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები
- მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება;
- ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის შემუშავება; ვებბანერების დიზაინი;
- სოციალური მედიის არხებისთვის ყოველდღიური ვიზუალების შემუშავება;
- სტამბებისა და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება.
პიროვნული თვისებები
- შემოქმედებითი, კრეატიული ხედვა და სხარტი აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოტივირებულობა და ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 (ვაკის პარკის მოპირდაპირედ), თბილისი
ანაზღაურება: 1000-1250 ლარი
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გრაფიკული დიზაინერი“
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, CV და პორფტოლიო გამოგზავნოთ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge არაუგვიანეს 11 დეკემბრისა.
2017 წელი
[wpai_display_imported_files_here]


