უძრავი ქონების კომპანია „პირადი აგენტი“ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
სულ 2 ვაკანტური ადგილია.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
ხელფასი გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში: 200 ლარი ხელზე პლუს პროცენტი წარმატებული გარიგებიდან.
ფუნქციები:
- ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური სამუშაო გეგმის შესრულება
- უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან გაქირავება-დაგირავება
- კლიენტების კონსულტაცია და ზარებზე პასუხი
- ობიექტების (შენობების, ოფისებისა და ა.შ.) ჩვენება-დათვალიერება
- გარიგებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება
- ხელშეკრულებების გაფორმება
- კლიენტების ძიება და კლიენტთა ბაზის გაზრდა
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ჩატარებულ სამუშაოზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point)
- გაყიდვების აგენტად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
აუცილებელი მოთხოვნები:
- პოზიტიური აზროვნება
- გუნდურობა
- თვითგანვითარებაზე მუშაობა
- ბიზნესის სწავლის სურვილი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
- პუნქტუალურობა
- კომუნიკაბელურობა
- არაკონფლიქტურობა
- სტრესგამძლეობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით wehire@pageorgia.com 2017 წლის 20 ნოემბრამდე.
ფოტოს გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
კანდიდატი შეირჩევა ორ ეტაპად:
- რეზიუმეების (CV) განხილვა
- გასაუბრება
ასევე გთავაზობთ 2-თვიანი სტაჟირების პროგრამას ჩვენს კომპანიაში, რომლის გავლის შემდეგ მიიღებთ სარეკომენდაციო წერილს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ მეილზე wehire@pageorgia.com სათაურით „სტაჟირება“
[wpai_display_imported_files_here]


