სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას დაკრედიტების ექსპერტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთან გასაუბრება, მისგან მოთხოვნის დაფიქსირება და ორგანიზაციაში არსებული საკრედიტო პროცედურებისა და პროდუქტის აღწერილობის გაცნობა;
- ჯვარედინი გაყიდვები – კომპანიის პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება;
- უზრუნველყოფაში (გირაოში) წარმოდგენილი ქონების შეფასება;
- სესხის რეგისტრაცია/გაცემა;
- სესხების პერიოდული მონიტორინგი;
- ვადაგადაცილების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ან შესატყვის დარგებში;
- სასურველია საფინანსო სფეროში საკრედიტო კუთხით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.
[wpai_display_imported_files_here]

