სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“ (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 150 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი
ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის საკრედიტო პროდუქტებისა და პროცესების შესწავლა;
- მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება;
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება, შეთავაზების გაკეთება და
პროდუქტების გაყიდვა;
- გარე გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- სამიზნე ჯგუფებში სარეკლამო მასალის დარიგება-გავრცელება;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობასა და გარე გაყიდვების შედეგებზე;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობა მოთხოვნის შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება (განიხილებიან სტუდენტები);
- სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე/CV (ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@mbc.com.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება თქვენი კანდიდატურა არ იყოს განხილული.
[wpai_display_imported_files_here]


