სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი სი (მიკრო ბიზნეს კაპიტალი) აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- IT მომსახურება;
- ქსელის საფუძვლების ცოდნა;
- კომპიუტერების აწყობა, შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
- ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
- ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისათვის;
- ოფისის ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
- IP ტელეფონის კონფიგურაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით);
- სასურველია Cisco-ს და Mikrotik-ის ცოდნა;
- Asterisk-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
- მიზანდასახული;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- მათემატიკური უნარ-ჩვევები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ. ფოსტაზე: vacancy@mbc.com.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
[wpai_display_imported_files_here]


