ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას 2015 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
სტაჟირების პირობები
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 10
- სტაჟირების ვადა – 2015 წლის 10 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით
- გაიცემა სერტიფიკატი
- ტაჟირება არაანაზღაურებადია
სტაჟიორის ფუნქციები
2015 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა; ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება; საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება; სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, ასევე 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.
გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ივლისი.
[wpai_display_imported_files_here]

