საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი ორ ვაკანსიაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ხარისხის განვითარების სპეციალისტი

კანდიდატი უნდა:

  • იცნობდეს  საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებს.
  • მას უნდა შეეძლოს კურიკულუმის  და სილაბუსის შეფასება
  • უნდა გააჩნდეს საგანმანათლებლო სფეროში  მუშაობის გამოცდილება.
  • უნდა გააჩნდეს ინგლისური ენის გამართული საუბრისთვის საკმარისი ცოდნა.
  • უნდა გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);

CV-ს შესწავლის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნება წერილი, სადაც მითითებული იქნება ინტერვიუს თარიღი და ინტერვიუზე მოსატანი საბუთების ჩამონათვალი.  

პირობები:

სამუშაო განაკვეთი:  10:00 – 18:00  შაბათ-კვირის გარდა
თვიური ანაზღაურება 1250 ლარი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების კოორდინატორი

კანდიდატი უნდა:

  • იცნობდეს  უმაღლესი განათლების სისტემას
  • იცოდეს  სასწავლო პროცესის რეგულაციები
  • ჰქონდეს საგანმანათლებლო სფეროში  მუშაობის ერთლიანი (ან მეტი) გამოცდილება.
  • გააჩნდეს ინგლისური ენის ცოდნა, საკმარისი გამართული საუბრისთვის.
  • გააჩნდეს საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);

CV-ს შესწავლის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნება წერილი, სადაც მითითებული იქნება ინტერვიუს თარიღი და ინტერვიუზე მოსატანი საბუთების ჩამონათვალი.  

პირობები:

სამუშაო განაკვეთი:  10:00 – 18:00  შაბათ-კვირის გარდა
თვიური ანაზღაურება 933 ლარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ  თქვენი CV  23 დეკემბერიდან -27 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე:   vacancy@iliauni.edu.ge

გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი