„ლოგიკმეტრი“ არის ორგანიზაცია, რომელიც, თანამედროვე მეთოდოლოგიასა და მიდგომებზე დაყრდნობით, ასწავლის მათემატიკისა და წიგნიერების უნარ-ჩვევებს. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვებს არა მხოლოდ სკოლის პროგრამის უკეთ ათვისებასა და დაძლევაში, არამედ დამოუკიდებლად სწავლის უნარების გამომუშავებაში.
ჩვენს საქმიანობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ პედაგოგები. კომპანია აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის პედაგოგის პოზიციაზე.
მთავარი პირობები
განაკვეთი: არასრული (12:00-18:00)
სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი (კვირაში 6 დღე)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება განათლების მეცნიერებების, მათემატიკის, პედაგოგიკის ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
- მოსწავლეებთან მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება (სკოლაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
- სწავლების თანამედროვე დასავლური მეთოდებისა და მიდგომების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები
- კეთილგანწყობა და პოზიტიურობა;
- ჯგუფის მართვა;
- ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
- კრეატიულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (Microsoft office, Internet).
თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და, გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@logicmeter.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მათემატიკის პედაგოგი). დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებთანაც ჩატარდება გასაუბრება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება ერთკვირიანი ტრენინგის გავლის შემდეგ.
[wpai_display_imported_files_here]

