თუ ხარ კრეატიული და გსურს ინოვაციურ პროექტებში ჩართვა, შემოუერთდი FabLab Iliauni-ს გუნდს!
ილიაუნის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:
მენეჯერი
მთავარი ფუნქციები:
- „ფაბლაბის“ განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;
- მოხალისეთა ჯგუფის შექმნა, რომელიც მუშაობის შედეგად მეტ სარგებელს მოუტანს „ფაბლაბსა“ და მის მომხმარებელს;
- წარმომადგენლობითი ფუნქცია;
- დღის წესრიგის შედგენაზე ზრუნვა.
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მეცნიერებაში, ტექნოლოგიასა და ინჟინერიაში (განსაკუთრებით – ელექტრონიკაში);
- სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვაში;
- ინგლისური ენის ფლობა მაღალ დონეზე.
ტექნიკური ექსპერტი
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება მიკროელექტრონიკასა ან/და პროგრამირებაში;
- გამოცდილება მიკროკონტროლერების დაპროგრამებაში (მაგ.: არდუინო, ინტელ გალილეო და ა.შ.);
- სწავლების/პრეზენტაციის უნარი;
- ინგლისური ენის ფლობა.
კომპიუტერული გრაფიკის და მოდელირების სპეციალისტი
მოთხოვნები:
- 2D და 3D ვიზუალიზაციის რომელიმე პროგრამის (Google Skethcup ან სხა) ცოდნა პროფესიონალურად;
- სწავლების/პრეზენტაციის უნარი;
- ინგლისური ენის ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე sandro.kandelaki.2@iliauni.edu.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი, 18:00 საათი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: სანდრო კანდელაკი
ტელ: 598 621 020
ელფოსტა: sandro.kandelaki.2@iliauni.edu.ge
[wpai_display_imported_files_here]


