სტაჟირება მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას იურიდიული და სამართლებრივი პოლიტიკის განყოფილების სტაჟიორის პოზიციაზე, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის შემდეგ დასაქმების პერსპექტივით.

სამუშაო გრაფიკი: სრული.   
სამუშაო ადგილი: თბილისი.

დაინტერესებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება ან უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.   

ძირითადი მოთხოვნები:
•    საქართველოს მიწასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
•    საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
•    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.   

დაინტერესებულმა კანდიდატმა სასურველია იცოდეს ინგლისური ენა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის ვებ-პროგრამის გამოყენება.   

მოვალეობები:

•    მიწის/უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის კონსულტაციების გაწევა;
•    სხვადასხვა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება/რედაქტირება/კორექტირება;           
•    საკანონმდებლო სიახლეების მონიტორინგი;
•    სხვა მოვალეობების შესრულება ხელმძღვანელობის მოთხოვნების შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გადააგზავნონ თავიანთი რეზიუმე ქართულ ენაზე, 2010 წლის 24 აგვისტოს 17:00 საათამდე. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.    

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი