ბანკი კონსტანტა აცხადებს სტაჟირებას სესხის ოფიცერის/სტაჟიორის თანამდებობაზე. სტაჟირება ანაზღაურდება.
კანდიდატს მუშაობის დროს ევალება:
ყოველდღიურ ოპერაციებში სესხის ოფიცერის დახმარება. (ახალი კლიენტების მოზიდვა, სასესხო განცხადებების განხილვა, სესხის გაცემა, სესხის დაფარვის პროცესის უზრუნველყოფა, მონიტორინგი და ა.შ.)
სავალდებულო მოთხოვნები:
•უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით);
•კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
•ანალიტიკური აზროვნება;
•კარგი კომუნიკაციის უნარი;
•გუნდური მუშაობის უნარი;
•პასუხისმგებლობის გრძნობა.
მსურველებმა გააგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:ბანკი “კონსტანტა”სათაო ოფისიწერეთლის გამზირი №117, 0119 თბილისიტელ: (995 32) 401 401ფაქსი: (995 32) 97 17 31ელ-ფოსტა: jobs@constanta.ge
ელექტრონული წერილის თემის გრაფაში და რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ თანამდებობის დასახელება (სესხის ოფიცერი/სტაჟიორი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა- 6 ნოემბერი, 2009 წ.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]

