ენგნამის უნივერსიტეტი (სამხრეთ კორეა) აცხადებს მიღებას პოლიტიკის სკოლის (Park Chung Hee School of Policy Saemaul (PSPS)) სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე.
სასტიპენდიო პროგრამა განკუთვნილია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომელთაც სურთ განათლების მიღება საერთაშორისო განვითარების, საჯარო პოლიტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.
აკადემიური პროგრამები:
- საემაული და საერთაშორისო განვითარება (Saemaul and International Development);
- საჯარო პოლიტიკა და ლიდერობა (Public Policy and Leadership);
- ტყისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკა (Forest and Environmental Policy).
რას სთავაზობს უნივერსიტეტი სტუდენტებს?
- სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას, ყოველთვიურ სტიპენდიას – 1 000 000 KRW-ს (სამხრეთ კორეული ვონი) 12 თვის განმავლობაში.
განცხადების მიღების პერიოდი: 2026 წლის 28 სექტემბერი – 23 ოქტომბერი
განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ ბმულზე: https://psps.yu.ac.kr/
დამატებითი დეტალები და განცხადების შევსების ინსტრუქცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

