ილიაუნის სამართლის სკოლის წარმატება Philip C. Jessup-ის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესების კონკურსზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა საქართველო წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ Philip C. Jessup-ის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო ეტაპზე.

კონკურსს წელს ვაშინგტონმა უმასპინძლა და მასში 100-ზე მეტი ქვეყნის 700-ზე მეტი სამართლის სკოლის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გლობალურ ასპარეზზე მონაწილეობის უფლება გუნდმა კონკურსის ეროვნულ რაუნდებში გამარჯვებით მოიპოვა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ სამართლის სკოლის  მაგისტრატურის სტუდენტები: მარიამ კობერიძე, მარიამ ჯიღაური, ნინო შელია, მარიამ ჯიქიძე. გუნდს ხელმძღვანელობდა მარიამ ტაგანაშვილი, ილიაუნის კურსდამთავრებული, Jessup-ის 2024 წლის ეროვნული რაუნდის გამარჯვებული.

გუნდმა კონკურსში მნიშვნელოვანი შედეგები მოიპოვა:

  • ილიაუნი მსოფლიოს საუკეთესო 35 გუნდს შორის დასახელდა საუკეთესო მემორანდუმების რეიტინგში (165 მონაწილე გუნდიდან);
  • გუნდის ნამუშევარი წარდგენილი იყო M. Cherif Bassiouni-ს სახელობის ნომინაციაზე, რაც საერთაშორისო მასშტაბით უმაღლესი დონის წერილობითი არგუმენტაციის აღიარებაა.

 

გუნდი მადლობას უხდის მხარდამჭერებსა და სპონსორებს: Suknidze & Partners; NB Legal; GRATA International Georgia; VBAT; Toradze & Partners; Gvelebiani Law; Nodia, Urumashvili & Partners; Eurofasad), რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ეტაპზე საქართველოსა და უნივერსიტეტის ღირსეული წარდგენა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ულოცავს გუნდს და წარმატებას უსურვებს!

 

გაიგე მეტი

გაიგე მეტი