30 აპრილს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგელობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს და სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას ცესკოში;
დამოუკიდებელი კანდიდატის რეგისტრაცია
დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცესკოში რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ქსეროასლი;
გ) ცნობა სტუდენტობის შესახებ;
დ) იმ ფაკულტეტეტის იმ კურსზე, სადაც სტუდენტთა საერთო რაოდენობა არ აღემატება 250-ს, თავისი მხარდამჭერი 40 სტუდენტის ხელმოწერილი სია, ხოლო იმ ფაკულტეტის იმ კურსზე, სადაც სტუდენტთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 250-ს, თავისი მხარდამჭერი 70 სტუდენტის ხელმოწერილი სია ფაკულტეტისა და კურსის მიხედვით, სადაც ის იყრის კენჭს.
სტუდენტური ორგანიზაციების რეგისტრაცია
სტუდენტურმა ორგანიზაციამ (სტუდენტური ორგანიზაციების კოალიციამ) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) სტუდენტთა საერთო რაოდენობის 10%-ის ხელმოწერა;
გ) წესდების ასლი, სტუდენტური ორგანიზაციების კოალიციის შემთხვევაში – სიაში შემავალი სტუდენტური ორგანიზაციების წესდებათა ასლები;
დ) ორგანიზაციას, რომელსაც ჰყავს სტუდენტურ თვითმმართველობაში არჩეული მინიმუმ ათი წარმომადგენელი, არ სჭირდება მხარდამჭერთა სიების შეგროვება;
განცხადებები მიიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის E234 ოთახში; ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: elections2026@iliauni.edu.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აპრილი, 18:00 საათი
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის უმაღლესი საარჩევნო კომისია

