ლუვენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ემერიტუს-პროფესორის, დოქტორ ანდრეა შმიდტის მხარდაჭერის წერილი

პატივცემულო კოლეგა, ძვირფასო ნინო, ბელგიის ლუვენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში დიდი წუხილით შევიტყვე საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რის შედეგადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შესაძლოა დაკარგოს საერთაშორისო გავლენა და სამეცნიერო რეპუტაცია. ლუვენის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი მრავალი წელია თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ეს თანამშრომლობა გამოიხატება პროფესორ-მასწავლებლების სამუშაო ვიზიტებით, ევროკავშირის ერთობლივი პროექტებით (მათ შორის საქართველოს კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა […]
ტრენინგკურსი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია უნილაბში გაიმართება ტრენინგკურსი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“. კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს შერეული სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები, განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარები. მონაწილეები შეისწავლიან: შერეული სწავლების მეთოდების ეფექტიან გამოყენებას; დისტანციური სწავლების ძირითად აქტივობებს (e-tivities); ონლაინ და პირისპირ სწავლების კომპონენტების კომბინირების გზებს; საჭირო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას სწავლების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა […]
პროფესორ გიორგი მელაძის თანაავტორობით გამოქვეყნდა კვლევა ნარკოპოლიტიკაზე ჟურნალ AJPM Focus-ში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორ გიორგი მელაძის თანაავტორობით ჟურნალში AJPM Focus გამოქვეყნდა ახალი კვლევა: „Correlation of Drug Regulation Stringency with Global Drug Use Patterns: A Cross-Sectional Study“ (ნარკორეგულაციის სიმკაცრის კორელაცია ნარკოტიკების მოხმარების გლობალურ ტენდენციებთან: ჯვარედინი სექციური კვლევა). ნაშრომის თანაავტორები ასევე არიან: კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ჩახუნაშვილი (MD, PhD), ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით […]
