ტრენინგკურსი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური ტექნოლოგიების კიბერლაბორატორია უნილაბში გაიმართება ტრენინგკურსი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“.

კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს შერეული სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები, განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარები.

მონაწილეები შეისწავლიან:

  • შერეული სწავლების მეთოდების ეფექტიან გამოყენებას;
  • დისტანციური სწავლების ძირითად აქტივობებს (e-tivities);
  • ონლაინ და პირისპირ სწავლების კომპონენტების კომბინირების გზებს;
  • საჭირო ტექნოლოგიურ მხარდაჭერას სწავლების პროცესში.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას (emergent learning), მის უპირატესობებსა და გამოწვევებს; მულტიმედიის გამოყენებას, პროექტების ელექტრონულ მართვასა და სტუდენტური ელექტრონული პორტფოლიოს შექმნას.

ტრენინგი იქნება ინტერაქტიული, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, მიღებული ცოდნა საკუთარი სასწავლო კურსის მაგალითზე პრაქტიკაში დანერგონ.

ტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ელენე ჟურავლიოვა.

ტრენინგზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 4, 6, 8 მაისი, 18:00-20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნილაბის სივრცე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

2026

გაიგე მეტი

გაიგე მეტი