მიღება ეჟენ იონესკუს სასტიპენდიო პროგრამაზე

რუმინეთის მთავრობა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან კოორდინაციით აცხადებს კონკურსს “Eugen Ionescu” 2026 წლისთვის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია განკუთვნილია დოქტორანტურის სტუდენტებისა და მკვლევარი მასწავლებლებისთვის. „ეჟენ იონესკუს“ მობილობის სტიპენდია ფრანგულენოვან მასწავლებლებსა და მკვლევრებს საშუალებას აძლევს, გაიუმჯობესონ უნარები AUF-ის წევრ დაწესებულებებში, რუმინეთში.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ნოემბერი

მობილობის პერიოდი: 2026 წლის 1-ელი მაისი – 2026 წლის 31 ივლისი

დაინტერესებულ კანდიდატებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ  დაუკავშირდნენ სააგენტოს ელფოსტაზე: bourses-ei@auf.org

სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/vTUJY

გაიგე მეტი

გაიგე მეტი