ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად აცხადებს ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების საგრანტო კონკურსს დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის.
კონკურსის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებით საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მხარეთა ერთობლივი მონაწილეობისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა დოქტორანტების კარიერული განვითარების ხელშეწყობა.
ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 20 ივნისი, 16:00 საათი.
კონკურსის პირობები და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ ბმულზე.

