ფლანდრიაში სამეცნიერო ვიზიტის შესაძლებლობა მკვლევრებისთვის Flemish Research Fund (FWO)

FWO უცხოელ მკვლევრებს სთავაზობს გრანტებს ფლანდრიაში სამეცნიერო ვიზიტისა და ადგილობრივ კვლევით ჯგუფთან თანამშრომლობისთვის. მკვლევრებს საშუალება ეძლევათ დაგეგმონ 1-3 თვის ხანგრძლივობის ვიზიტი.

განაცხადის გასაკეთებლად მკვლევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი და იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელი;
  • უნდა იყოს მინიმუმ ერთი რეცენზირებული პუბლიკაციის ავტორი;
  • უნდა ჰქონდეს მასპინძელი მკვლევრის ოფიციალური მიწვევა ფლანდრიიდან.

 

ფონდი დაფარავს მგზავრობის ხარჯებს და გამოყოფს დღიურ თანხას ცხოვრების ხარჯების დასაფარად (66€ – დღეში, მაქსიმუმ 1650€ – თვეში).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

2025

გაიგე მეტი

გაიგე მეტი