3-თვიანი სტაჟირება “ალდაგში”

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი” დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს 3-თვიან არაანაზღაურებად სტაჟირებას დაზღვევისა და გადაზღვევის განყოფილებაში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის ქ. №3
შესარჩევი სტაჟიორების რაოდენობა – 3 სტაჟიორი

3-თვიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ, ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სტაჟიორი დასაქმდება ”ალდაგის”, დაზღვევისა და გადაზღვევის განყოფილებაში, დარჩენილი 2 სტაჟიორი კი მოხვდება კომპანიის სარეზერვო ბაზაში და მათი კანდიდატურები განიხილება სამომავლო ვაკანტურ პოზიციებზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ახალი სადაზღვევო პროდუქტისათვის დოკუმენტაციის მომზადება/შემუშავება (პოლისები, განაცხადები, დაზღვევის ხელშეკრულებები, გადაზღვევის საბუთები)
  • არსებული ხელშეკრულებების განახლება-მოდიფიცირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/შემუშავება
  • სადაზღვევო ხელშეკრულების, დანართის, პოლისის, მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება/მომზადების კოორდინაცია
  • კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ენის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები

  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა დეტალების მიმართ
  • გამართულად წერის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  •  სისხარტე
  •  კომუნიკაბელურობა

მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები მოწვეული იქნებიან შერჩევის შემდეგ ეტაპებზე:

  1. ტესტირება ინგლისურ ენაში
  2. გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: Intern
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის 5 მაისი

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი