30 აპრილს გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები (კენჭისყრა იწყება 09:00 საათზე და სრულდება 18:00 საათზე);
უნივერსიტეტში არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს სულ 8 საუბნო საარჩევნო კომისია – თითოეულ ფაკულტეტზე გაიხსნება 2 საარჩევნო უბანი (აქედან ერთი უბანი – ბაკალავრიატის I და II კურსის სტუდენტებისთვის, ხოლო მეორე უბანი – ფაკულტეტის მაღალი კურსების, ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის):
N 01 საარჩევნო უბანი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – ბაკალავრიატის I და II კურსის სტუდენტებისთვის;
N 02 საარჩევნო უბანი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – ფაკულტეტის მაღალი კურსების, ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის;
N 03 საარჩევნო უბანი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ბაკალავრიატის I და II კურსის სტუდენტებისთვის;
N 04 საარჩევნო უბანი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ფაკულტეტის მაღალი კურსების, ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის;
N 05 საარჩევნო უბანი – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ბაკალავრიატის I და II კურსის სტუდენტებისთვის;
N 06 საარჩევნო უბანი – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ფაკულტეტის მაღალი კურსების, ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის;
N 07 საარჩევნო უბანი – სამართლის სკოლა – ბაკალავრიატის I და II კურსის სტუდენტებისთვის;
N 08 საარჩევნო უბანი – სამართლის სკოლა – მაღალი კურსების, ასევე, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისათვის.
ამ კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მსურველი „აქტიური“ სტატუსის მქონე სტუდენტების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელექტრონული ან მატერიალური სახით წარმოდგენილი უნდა იქნეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის შემდეგი მონაცემები:
ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
განცხადებები მიიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის E234 ოთახში; ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე: elections2026@iliauni.edu.ge
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 27 აპრილი, 18:00 საათი
საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობას დაამტკიცებს ცესკო და წევრებს ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლება.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის
ცენტრალური საარჩევნო კომისია

