პროექტი უნიკურსი: მიღება უნილაბის სრულად დაფინანსებულ ონლაინკურსებზე

კიბერლაბორატორია „უნილაბი“ იწყებს პროექტ „უნიკურსის“ ახალ ეტაპს და მსურველებს გაზაფხულის სასწავლო ნაკადში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს. „უნიკურსი“ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებული პირებს სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო კურსებს სთავაზობს. კურსის სწავლების ჰიბრიდული მოდელი  საშუალებას იძლევა გაერთიანდეს როგორც სინქრონული, ისე ასინქრონული სწავლების მეთოდები. სტუდენტებს შეუძლიათ: მოუსმინონ ვიდეოლექციებს ნებისმიერ დროს, მათთვის სასურველი გრაფიკით; ისარგებლონ მუდმივი უკუკავშირით და დასვან კითხვები Google Classroom-ის […]

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები – საარჩევნო უბნები

საარჩევნო უბნები 30 აპრილის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებისთვის G კორპუსი №1 უბანი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი I და II კურსი; №2 უბანი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მედიცინის ფაკულტეტი III, IV და მილევადი კურსი; №5 უბანი – ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და  განათლების ფაკულტეტი I და II კურსი; №6 უბანი – ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და  განათლების ფაკულტეტი III, IV და მილევადი კურსი; თეატრის შენობა №3 უბანი – მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი I და II კურსი; №4 უბანი – მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი III, IV და მილევადი კურსი; №7 უბანი – სამართლის სკოლა I და II კურსი; №8 უბანი – სამართლის სკოლა III, IV და მილევადი კურსი;  

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“

20 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია  „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“ და პოსტერების კონკურსი. ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტთა აკადემიური კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიის წახალისებას ევროინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური […]

საერთაშორისო პროექტ EfxINNOs-ის სამუშაო შეხვედრები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

15-17 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საერთაშორისო პროექტის – EfxINNOs (Establishing and Operating an Innovative Marine Technology Transfer Network for Enhancing the Transition to a Sustainable Blue Economy in the Black Sea Basin) – სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა: შიდა საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის სხდომა; შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან (სტეიკჰოლდერებთან); მასტერკლასი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. საქართველოდან შეხვედრებს აკადემიური წრეების, არასამთავრობო […]