აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი აცხადებს კონკურსს მეცნიერთათვის განვითარებადი ქვეყნებიდან. პროგრამა ხორციელდება პროექტის ”სტაჟირება და კვლევა იტალიის ლაბორატორიებში” (Training and Research in Italian Laboratories (TRIL) ფარგლებში.
2010-2011 წლისათვის კვლევის თემატიკაა ”Recent Developments in Science and Technology for Renewable Energy”.
პროგრამის ხანგრძლივობა: მინიმუმ 12 თვე.
გრანტის მინიმალური ოდენობა შეადგენს თვეში 1400 ევროს. დამატებით ანაზღაურდება მგზავრობის და ოჯახის წევრთა ვიზიტის ხარჯები.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 31 აგვისო, 2010.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული http://portal.ictp.it/tril/recent-developments-in-science-and-technology-for-renewable-energy-2010-2011 ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
[wpai_display_imported_files_here]

