სპორტის ფაკულტეტის კორპუსის მშენებლობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ბატონმა აკაკი სეფერთელაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტის კორპუსის მშენებლობა დაათვალიერა.

ახალი სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტი, რომელიც   სტუდენტებს 4-წლიან საბაკალავრო სწავლებას სთავაზობს, ახალ შენობაში განაგრძობს საქმიანობას. შენობაში, რომელიც მდებარეობს მისამართზე – უნივერსიტეტის ქუჩა #2, განთავსდება აუდიტორიები თეორიული ლექციების ჩასატარებლად, მათ შორის, ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, ანატომიის სასწავლო ლაბორატორიები, სამი დიდი სალექციო დარბაზი, კომპიუტერული კლასი და საპრეზენტაციო დარბაზი. შენობა 600 სტუდენტზეა გათვლილი. სპორტის ფაკულტეტის პრაქტიკული სწავლება ”ქარიშხალას” კომპლექსში მიმდინარეობს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტი ორ საბაკალავრო მიმართულებაზე მიიღებს სტუდენტებს: ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის და მწვრთნელის სპეციალობით. დაგეგმილია ასევე, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების, მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადების პროგრამები.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი