“საზაფხულო ფსიქოლოგიური სკოლა”

darbaziილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივნისი – ივლისი, ჩატარდა პირველი საზაფხულო ფსიქოლოგიური სკოლა სახელწოდებით: – “კომუნიკაციის ხელოვნება – თერაპიული დისკურსი”.სკოლის ორგანიზატორები არიან უნივერსიტეტის პიროვნული და კომუნიკატიური რესურსების ცენტრი (დირექტორი დავით ამირეჯიბი), ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის სრული პროფესორი ქეთევან მაყაშვილი და სტუდენტ – ბაკალავრთა ჯგუფის წევრები.

განიხილებოდა შემდეგი საკითხები:

ა) ჰუმანისტური ფსიქოლოგია:

•გაშლადი სტრუქტურების კონცეპტი კომუნიკაციაში და თერაპიაში: – კონცეპტი – განწყობის ანთროპოლოგია, დაზაინი (Dasein) და ნარატიული თერაპია;

•ეპისტოლარული მეთოდები ჯგუფურ კომუნაკაციაში;

•კლიენტცენტრირებული ჯგუფური კომუნიკაცია და თერაპია;

•გეშტალტთერეპია და “ცხელი სკამის” მეთოდი

•ფსიქოსინთეთული მოდელი და განწყობის თეორია;

ბ)ნეირო-ლინგვისტური მიდგომა კომუნიკაციასა და თერაპიაში.

31 ივლისს, საზეიმო ვითარებაში, ქეთი მაყაშვილმა და დათა ამირეჯიბმა სკოლის მონაწილეებს გადასცეს სერტიფიკატები; გამოეცხადათ განსაკუთრებული მადლობა და უმაღლესი ხარისხის დიპლომები გადაეცათ სტუდენტ ბაკალავრთა ჯგუფის წევრებს, რომლებიც 2008 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, აქტიურად მონაწილეობდნენ შიდა ქართლში საომარი მოქმედებების შედეგად დევნილი მოსახლეობის ფსიქორეაბილიტაციის საუნივერსიტეტო პროგრამაში, ვოლონტიორებად.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი