სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის სახელმწიფო  სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება 1 სექტემბრიდან იწარმოებს.

2025 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს სახელმწიფო სასწავლო/სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად განაცხადების წარდგენა შეეძლებათ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №52).

განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 1 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.

დაფინანსების მიღების პირობების, განაცხადის წარდგენის წესისა და წარსადგენი დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://mes.gov.ge/content.php?id=4290&lang=geo&csrt=799534028072215408

გთხოვთ, განაცხადი წარადგინოთ დადგენილ ვადებში.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი