სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაი” აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში სოციალური მედიის სპეციალისტის თანამდებობაზე

სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისიაი” აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში სოციალური მედიის სპეციალისტის თანამდებობაზე.

 ძირითადი მოთხოვნები:

•    უმაღლესი განათლება, სასურველია ჰუმანიტარულ ან სოციალურ სფეროში (ჟურნალისტი, მარკეტინგის სპეციალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი და ა.შ.);
•    სოციალურ მედიაში (ან მსგავს სფეროში) მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
•    ინგლისური და ქართული ენების ზედმიწევნით კარგად ცოდნა (ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარს განსაკუთრებით მიექცევა ყურადღება);
•    უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს პროგრამირების საბაზისო ცოდნა;
•    ინტერნეტ-სივრცეში კვლევების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
•    MS Office-ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

 ძირითადი მოვალეობები:

 კომპანიის სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და მართვა სოციალური მედიის საშუალებით;
 კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდის ყოველდღიური ადმინისტრირება;
 სხვადასხვა საიტებზე ინფორმაციის მოძიება/მონიტორინგი და დამუშავება.

 პიროვნული თვისებები:

•    თავაზიანი;
•    ინიციატივიანი;
•    ეფექტური კომუნიკაციის უნარი (განსაკუთრებით წერილობითი);
•    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2012 წლის 21 აგვისტომდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: hr@aldagibci.ge და ელ. ფოსტის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ “Social Media Specialist”.

[wpai_display_imported_files_here]

გაიგე მეტი

გაიგე მეტი