ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), შემდეგ მისამართებზე:
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, A კორპუსი, ოთახი A305;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, H კორპუსი, ოთახი H105 (შესასვლელი ეზოდან);
- ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, E კორპუსი, ოთახი E207.
რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
დ) 1 ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ.ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – ცნობა, გაცემული შესაბამისი ორგანოდან. 18 წლამდე ასაკის პირს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების
მქონე პირის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მეურვის მიერ – შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები).
დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით თანდართულ ბრძანებას.

