სს „ოპპა” (ყოფილი „სს ნოვა ტექნოლოჯი”) საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი აქვს.
კომპანია აცხადებს ადამიანური რესურსების მართვის უმცროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მხარდაჭერა ადმინისტრაციულ ნაწილში.
- ცნობების მომზადება;
- შვებულებების აღრიცხვა;
- ბრძანებების მომზადება და აღრიცხვა;
- ხელშეკრულებების მომზადება;
- შემოსული და გასული დოკუმენტაციის აღრიცხვა;
- რეკრუტმენტის პროცესში მონაწილეობა.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: ბიზნესის მართვა და ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულება;
გამოცდილება სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი.
უნარები:
Microsoft Office – კარგად ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
სისხარტე;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა;
დროის მართვა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი.
ენების ცოდნა:
ინგლისური (სასურველია კარგად)
კომპანია გთავაზობთ:
შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
განვითარდეთ პროფესიულად და შეძლოთ თვითრეალიზაცია.
დაინტერესების შემთხვევაში გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@oppa.ge გთხოვთ სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც გზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
CV-ის გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს „ოპპამ“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემები შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
[wpai_display_imported_files_here]


