დაიწყო განაცხადების მიღება ევროპის მოლეკულარული ბიოლოგიის ლაბორატორიისა (EMBL) და ევროპის მოლეკულარული ბიოლოგიის ორგანიზაციის (EMBO) მე-11 ერთობლივ კონფერენციაში – მეცნიერება და საზოგადოება – მონაწილეობის მისაღებად.
ევროპის მოლეკულარული ბიოლოგიის ლაბორატორიაში (ჰაიდელბერგი, გერმანია) ყოველწლიურად იმართება კონფერენციათა სერია – მეცნიერება და საზოგადოება. 2010 წელს კონფერენციის თემაა – ”The Difference between the Sexes – From Biology to Behaviour”.
კონფერენცია გაიმართება 2010 წლის 5-6 ნოემბერს. მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი მკვლევარები როგორც სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებიდან, ისე ფილოსოფიისა და სოციოლოგიის სფეროდან.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი 2010.
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის პროგრამისა და მომხსენებლების შესახებ, ასევე რეგისტრაციის ელექტრონული ფორმა იხილეთ ბმულზე: http://www.embl.de/training/courses_conferences/conference/2010/SNS10-01/index.html
დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.
[wpai_display_imported_files_here]

