კომპანია შპს „ნექსია თიეი” (Nexia TA Georgia) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიას NEXIA International საქართველოში.
კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს უფროსი ფინანსური აუდიტორის ვაკანსიას ფინანსური აუდიტის დეპარტამენტში.
მოვალეობები:
„ნექსია თიეის“ კლიენტი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის (ISA) შესაბამისად;
აუდიტის დასკვნის მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა;
კომპანიის მენეჯმენტისადმი წერილის (Management letter) მომზადება.
აუცილებელი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში სამუშაო გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა);
ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება;
კომპანიასთან ერთად განვითარების სურვილი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
აქტიური, კომუნიკაბელური;
პუნქტუალური;
შრომისმოყვარე.
კომპანიასთან თანამშრომლობის შემთხვევაში კომპანია იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყოს კანდიდატის პიროვნული ზრდასა და განვითარებას, უზრუნველყოს იგი საქმიანობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და მუდმივად იზრუნოს მის მოტივაციაზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გვთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე(CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: hr@nexia.geწერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „უფროსი ფინანსური აუდიტორი”, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი არ განიხილება.
დაუკავშირდებიან მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
[wpai_display_imported_files_here]


