აუდიტორული კომპანია „ნექსია თიეი“ აცხადებს ვაკანსიას საგადასახადო მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე ბუღალტერიის დეპარტამენტში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო
სამუშაო განაგვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
მოვალეობები:
კონტრაგენტი კომპანიების ბუღალტერიის შემოწმება საგადასახადო კუთხით;
მთავარ ბუღალტერთან მუდმივი კომუნიკაცია, კონტროლი რეკომენდაციის გაცემა საგადასახადო მიმართულებით;
საჭიროების შემთხვევაში, კონტრაგენტი კომპანიების წამომადგენლებთან ურთიერთობა, რეკომენდაციების გაცემა ცალკეულ საკითხებზე;
მის პორტფოლიოში არსებული კლიენტი კომპანიების დეკლარაციების გადამოწმება/დამუშავება/რისკების გათვლა;
დავებში მხარდაჭერა;
საჭიროების შემთხვევაში, კადრების შერჩევის პროცესში ჩართულობა (კანდიდატებთან გასაუბრება საგადასახადოს საკითხებზე);
საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლებისთვის შიდა ტრენინგების ჩატარება.
მოთხოვნები:
აუცილებელია უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საგადასახადო სფეროში, სასურველია ბუღალტრული მიმართულებითაც;
აუცილებელია მუშაობის გამოცდილება – მინიმუმ 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
სასურველია დავებში მხარდაჭერის გამოცდილება;
სასურველია ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
სასურველია ბუღალტრული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
ანალიტიკური აზროვნების უნარი;
მათემატიკური აზროვნების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
ორგანიზატორული უნარი;
სისწრაფე და ოპერატიულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტაზე: hr@nexia.ge . წერილის სათაურში (“subject”) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „საგადასახადო მიმართულების მენეჯერი ბუღალტერიის დეპარტამენტში“, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი არ განიხილება.
[wpai_display_imported_files_here]


