კოკა-კოლას მინიფეხბურთის ტურნირი ილიაუნიში

ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოს სპორტულ მოედანზე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მინიფეხბურთის ტურნირი გაიმართება.

ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

ტურნირის წესები

  • თითოეულ გუნდში შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 7 სტუდენტის რეგისტრაცია;
  • მონაწილეს არ აქვს უფლება ითამაშოს ორ სხვადასხვა გუნდში;
  • თითოეული მატჩი შედგება ორი 12-წუთიანი ტაიმისგან;
  • ტაიმებს შორის შესვენების ხანგრძლივობაა 5 წუთი;
  • ტურნირში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პირველი 16 დარეგისტრირებული გუნდი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://shorturl.at/2leiK

რეგისტრაციის ბოლო ვადა: ივნისი 

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ სპეციალური საჩუქრები კომპანია კოკა-კოლასგან.

გაიგე მეტი

გაიგე მეტი